პარლამენტმა ცესკოს თავმჯდომარე და წევრები ვერ აირჩია

საქართველო, თბილისი - 13:42 | 18.07.2021
ნანახია: 355

პარლამენტის რიგგარეშე სესიაზე ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეობის ვერცერთმა კანდიდატმა დეპუტატების ხმების საჭირო რაოდენობა ვერ დააგროვა.

ცესკო-ს თავმჯდომარეობის კანდიდატ გიორგი კალანდარიშვილს 82-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი, 8 წინააღმდეგ წავიდა.

მეორე კანდიდატს გიორგი სანტურიანს, მას მხარი 2-მა დეპუტატმა დაუჭირა, 10 კი წინააღმდეგი იყო.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს პარლამენტი ირჩევს 5 წლის ვადით, პრეზიდენტის წარდგინებით, თუ მას მხარს დაუჭერს პარლამენტის სრული შემადგენლობის არანაკლებ ორი მესამედი, სულ მცირე 100 დეპუტატი.

არასაკმარისი ხმების შემთხვევაში, ხელახლა ინიშნება კენჭისყრა, სადაც ისევ 100 ხმის მობილიზებაა აუცილებელი. თუ ისევ არ მოგროვდება საჭირო ხმები, შემდეგ კენჭისყრაზე უკვე 90 ხმით იქნება შესაძლებელი ანდიდატის არჩევა. თუ სამივე შემთხვევაში ვერ მოხერხდა საჭირო ხმების მობილიზება, საბოლოოდ კანდიდატის დანიშვნა სიითი უმრავლესობით მოხდება, თუმცა არა 5 წლის, არამედ 6 თვის ვადით. შემდეგ კი კანდიდატების შერჩევის პროცესი ხელახლა გაიმართება.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე