ამორალურია გარდაცვლილი ჟურნალისტის სიკვდილზე ქულების დაწერა - ირაკლი კობახიძე

საქართველო, თბილისი - 14:37 | 18.07.2021
ნანახია: 582

ვიდრე არ შეწყდება ეს ამორალური ქმედება, მანამდე ალბათ უმჯობესი იქნება, რომ არ დავიწყოთ ამ საკითხის განხილვა, - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ სხდომათა დარბაზში მომხდარი ინციდენტის შემდეგ განაცხადა.

მისი თქმით, რაც შეეხება პროტესტის ფორმასა და შინაარსს, რომელსაც ვხედავთ, ეს არის ამორალური.

"პირველ რიგში მინდა შევაფასო ის დესტრუქცია, რომელიც დარბაზში ვიხილეთ. რაც შეეხება ფორმასა და შინაარსს პროტესტის, რომელსაც ვხედავთ, ეს არის ამორალური. პირველ რიგში ამორალურია თავის შინაარსით, როდესაც გარდაცვლილი ჟურნალისტის სიკვდილზე ქულების დაწერის მცდელობა აქვთ პოლიტიკოსებს და როდესაც ამაში რთავენ მათ შორის ჟურნალისტებს, ეს არის ყველაზე ამორალური ქმედება, რაც კი შეიძლება წარმოვიდგინოთ. ვიდრე არ შეწყდება ეს ამორალური ქმედება, მანამდე ალბათ უმჯობესი იქნება, რომ არ დავიწყოთ ამ საკითხის განხილვა", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

პარლამენტში, შს მინისტრს გამოსვლა ოპოზიციამ შეაწყვეტინა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე