ოპოზიციამ ვახტანგ გომელაურს სიტყვით გამოსვლა შეაწყვეტინა

საქართველო, თბილისი - 14:07 | 18.07.2021
ნანახია: 457

შინაგან საქმეთა მინისტრ ვახტანგ გომელაურს ოპოზიციური პარტიების დეპუტატებმა პარლამენტის რიგგარეშე სესიაზე სიტყვით გამოსვლა შეაწყვეტინეს.

ოპოზიციონერი დეპუტატები TV პირველის გარდაცვლილი ოპერატორის, ლექსო ლაშქარავას ფოტოებით ტრიბუნასთან დადგნენ.

ამის შემდეგ შს მინისტრის გარშემო საპარლამენტო უმრავლესობის წევრები განლაგდნენ.

მმართველი გუნდი მომხდარის გამო ოპოზიციას დაუპირისპირდა. უმრავლეობის წარმომადგენელმა ლევან მგალობლიშვილმა ნაციონალური მოძრაობის წევრ თინა ბუკუჩავს პლაკატი წაართვა, სადაც ეწერა, რომ ირაკლი ღარიბაშვილმა პრემიერმინისტრის თანამდებობა უნდა დატოვოს.

"ჩვენ თვლით, რომ გომელაურს დღეს არ აქვს მორალური პასუხისმგებლობა იდგეს ასე მშვიდად, მაშინ, როდესაც 50-ზე მეტ ჟურნალისტს სცემეს, გაიმეტეს სასიკვდილოდ. რაზე უნდა ილაპარაკოს დღეს გომელაურმა მაშინ როდესაც ადამიანია დაღუპული და დამნაშავეები არ არიან დაკავებული. არ ვაპირებთ მოვუსმინოთ", - თქვა ნაციონალური მოძრაობის წევრმა ანა წითლიძემ.

დარბაზში ამ დრომდე ხმაურია. პარლამენტის თავმჯდომარემ ტექნიკური შესვენება გამოაცხადა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე