სპეკულირებაა, თითქოს ეკრძალებათ ჟურნალისტებს შემოსვლა. 100-მდე ჟურნალისტზეა დაშვებული საშვი - კუჭავა

საქართველო, თბილისი - 13:00 | 18.07.2021
ნანახია: 448

პარლამენტის თავმჯდომარის კახა კუჭავას განცხადებით, საკანონმდებლო ორგანოში 100-მდე ჟურნალისტზე  დაშვებულია საშვი და სპეკულირებაა, თითქოს ჟურნალისტებს ეკრძალებათ შესვლა.

"დღეს მოვისმინე გარკვეული განცხადებები, რომელიც არ შეესაბამებოდა სიმართლეს და სპეკულირებას წარმოადგენს, თითქოს ეკრძალებათ ჟურნალისტებს შემოსვლა. 100-მდე ჟურნალისტზე არის დაშვებული საშვი. დანარჩენ შემთხვევაში, ჩვენ ვიცით, თუნდაც წინა რიგგარეშე სხდომაზე რა მოხდა - დარბაზში მოხდა შემოჭრა მედიის წარმომადგენლების და აქტივისტების, რომლებზეც საშვი არ იყო დაშვებული. ეს არ წარმოადგენს სწორ ფორმას და მიზნად ისახავს სხდომის ჩაშლას.

 ჩვენი დღევანდელი სხდომის მიზანია, ყველა კითხვას გაეცეს პასუხი, რომელიც ჩვენი და თქვენი მხრიდან არსებობს შს მინისტრის მიმართ.

ასევე, გვესმის, რომ მოთხოვნა, "შეგვიშვით, გვინდა კითხვები დავუსვათ", არ მოქმედებს, არც არასდროს ყოფილა პარლამენტში, რომ ვინმეს ასე უნდოდეს, შემოსულიყო და კითხვები დაესვა. ჩვენთვის მთავარია, შს მინისტრის დღევანდელი მოსმენა, რომელიც წარმოადგენს დიდ საზოგადოებრივ ინტერესს, შეფერხების გარეშე ჩატარდეს... კარგად ვხვდებით, რომ რაც არ უნდა დიდი ინტერესი იყოს, სესიაზე ვერ შემოვა ვერავინ, რომ კითხვა პირდაპირ დაუსვას გომელაურს. ამიტომ არიან დეპუტატები და ამიტომ არის სასესიო რეჟიმი", - განაცხადა კახა კუჭავამ.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე