ადამიანების უმრავლესობისთვის ეჭვგარეშეა, რომ გომელაური დაკავებული თანამდებობიდან უნდა გადადგეს - სამადაშვილი

საქართველო, თბილისი - 12:08 | 18.07.2021
ნანახია: 481

ადამიანების უმრავლესობისთვის ეჭვგარეშეა, რომ ვახტანგ გომელაური დაკავებული თანამდებობიდან უნდა გადადგეს, - ამის შესახებ განაცხადა ოპოზიციონერმა დეპუტატმა სალომე სამადაშვილმა.

მისი თქმით, ყველა თანხმდება, რომ გომელაური უშუალოდ პასუხისმგებელია იმაზე, რაც  5 ივლისს მოხდა.

"ჩემთვის და ვფიქრობ, ჩვენს საზოგადოებაში ადამიანების უმრავლესობისთვის ეჭვგარეშეა, რომ გომელაური დაკავებული თანამდებობიდან უნდა გადადგეს. სწორედ ამიტომ ვმონაწილეობთ ამ მოსმენაში, რომ კიდევ ერთხელ, ძალიან ნათლად ვაჩვენოთ, როგორ არის გომელაური პირდაპირ პასუხისმგებელი იმაზე, რომ 53 ჟურნალისტი დაშავდა 5 ივლისს, მან ვერ უზრუნველყო საკუთარი თანამოქალაქეების უსაფრთხოება.

ვხედავთ, რომ არ უჭირს საპოლიციო, დამცავი ძალების ორგანიზება, როცა მაგალითად დასაცავია „ქართული ოცნების“ ცარიელი ოფისი, ან რომელიმე სხვა სახელმწიფო დაწესებულება. ამიტომ ძალიან მწვავე განხილვა იქნება დღეს. ცხადია, ჩვენი მოთხოვნაა, რომ გომელაურმა უნდა დატოვოს დაკავებული თანამდებობა და შესაბამისად, მას მივმართავთ ამ მოწოდებითაც, გვექნება არაერთი კონკრეტული, ძალიან მწვავე კითხვა-პასუხი“, – აღნიშნა სამადაშვილმა.

დეპუტატები დღეს შინაგან საქმეთა მინისტრ ვახტანგ გომელაურს მოუსმენენ.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე