"პროვოკაციების პრევენციის" მიზნით, შს მინისტრის ვიზიტისას პარლამენტში შესვლა შეიზღუდება

საქართველო, თბილისი - 10:57 | 18.07.2021
ნანახია: 472

18 ივლისს, შინაგან საქმეთა მინისტრის, ვახტანგ გომელაურის საპარლამენტო მოსმენასთან დაკავშირებით, საკანონმდებლო ორგანოში შესვლა შეიზღუდება "გარდა მედიის წარმომადგენლებისა, რომელთა დაშვება ჩვეულ რეჟიმში განხორციელდება წინასწარ შეთანხმებული გადამღები ჯგუფების რაოდენობისა და საშვების საფუძველზე".

როგორც პარლამენტის განცხადებაში ვკითხულობთ, შეზღუდვის მიზანია "შესაძლო პროვოკაციების პრევენცია და საქართველოს პარლამენტის წევრებისა და აპარატის თანამშრომლებისთვის სამუშაო პირობების უზრუნველყოფა".

დღეს, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე შინაგან საქმეთა მინისტრს, ვახტანგ გომელაურს მოუსმენენ.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე