აქ იმიტომ ვარ, რომ ვიცავ ლექსოს ხსოვნასაც, ქართულ მედიასაც, მაგრამ უპირველეს ყოვლისა, აქ დგომით ვიცავ ქართულ სახელმწიფოს - მარგველაშვილი

საქართველო, თბილისი - 20:11 | 17.07.2021
ნანახია: 499

აქ იმიტომ ვარ, რომ ვიცავ ლექსოს ხსოვნასაც, მე ვიცავ ქართულ მედიასაც, მაგრამ უპირველეს ყოვლისა, აქ დგომით ვიცავ ქართულ სახელმწიფოს, -  ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა განაცხადა, რომელიც მთავრობის გადადგომის მოთხოვნით მედიის წარმომადგენელთა ორგანიზებულ აქციაში იღებს მონაწილეობას.

მისი თქმით, ამ სახელმწიფოში თავისუფალი მედია სტრატეგიულად მიუღებელია.

„დღეს აქ ყოფნა არის არა უბრალოდ ქართული მედიის მხარდაჭერა, არა უბრალოდ თავისუფალი სიტყვის მხარდაჭერა. დღეს აქ ყოფნა არის საქართველოში ერთადერთი ფუნქციური ხელისუფლების მხარდაჭერა. აღარ არსებობს სასამართლო, აღარ არსებობს პარლამენტი აღარ არსებობს ხელისუფლება, მთავრობა და ერთადერთი ფუნქციური შტო სახელმწიფოში დარჩა მედია. ამ მედიის წინააღმდეგ არის მიმართული დღეს ბრძოლა. არა უბრალოდ აღიზიანებს მედია ვიღაცის ყურს, არა, სტრატეგიულად მიუღებელია ამ სახელმწიფოში თავისუფალი მედია. თქვენ აქ უნდა იყოთ და მე აქ იმიტომ ვარ, რომ ვიცავ ლექსოს ხსოვნასაც, მე ვიცავ ქართულ მედიასაც, მაგრამ უპირველეს ყოვლისა, აქ დგომით ვიცავ ქართულ სახელმწიფოს. პოლიტიკური მოთხოვნის დაყენება არის ადეკვატური მოთხოვნა. ეს ადეკვატური მოთხოვნა არანაირად არ გამორიცხავს სამართლებრივ და სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობას ყველა ფიგურანტის მიმართ, მაგრამ პოლიტიკური პასუხისმგებლობა არის, რომ მეორედ სხვა პრემიერ-მინისტრს არ მოუვიდეს თავში ასეთი ბინძური ალიანსის შეკვრა კრიმინალებთან იმისთვის, რომ გადაუხადოს პოლიტიკური „პაგრომი“ თბილისის ცენტრში. ეს უნდა ვიცოდეთ. ამ შემთხვევაში, ჩვენ თუ არ მოვითხოვთ, ჩვენ ფაქტობრივად, ვაძლევთ შესაძლებლობას, რომ ამ და სხვა პრემიერებმა ასეთი „პაგრომები“ ჩაატაროს, – განაცხადა მარგველაშვილმა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე