"ქართული ოცნების" ლიდერებმა ნათელი უნდა მოჰფინონ მათივე განცხადებებს - კელი დეგნანი

საქართველო, თბილისი - 18:44 | 17.07.2021
ნანახია: 415

საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის, კელი დეგნანის განცხადებით, "ქართული ოცნების" ლიდერებმა ნათელი უნდა მოჰფინონ მათ მიერვე გაკეთებულ განცხადებებს.

კელი დეგნანის აღნიშნული კომენტარი შეეხებოდა ირაკლი კობახიძის, არჩილ თალაკვაძისა და შალვა პაპუაშვილის ერთობლივ განცხადებას, სადაც ისინი აღნიშნავდნენ, რომ "არაკეთილსინდისიერი ჩინოსნები ამერიკას უმაღლეს დონეზე აწვდიან დამახინჯებულ ინფორმაციას".

"ქართული ოცნების" ლიდერებმა ნათელი უნდა მოჰფინონ მათივე განცხადებებს, მაგრამ მოდით, კიდევ ერთხელ ნათლად ვისაუბროთ ფაქტებზე: "19 აპრილის შეთანხმება ცხადად და აშკარად ამბობს, რომ მოსამართლეთა დანიშვნები უნდა შეჩერდეს მანამ, სანამ არ გაიმართება ფართო, ინკლუზიური და მრავალპარტიული განხილვები, რომელიც ამბიციურ სასამართლო რეფორმას მოიტანს. არ ყოფილა არც ინკლუზიური მრავალპარტიული პროცესი, არ ყოფილა არც სასამართლო სისტემის ამბიციური რეფორმა, ამიტომ სასამართლოში დანიშვნები უნდა შეჩერდეს. ამ მიმართულებით შეთანხმება ძალიან ცხადია. მე არ ვფლობ ინფორმაციას არანაირ გვერდით შეთანხმებასა თუ ზეპირ შეთანხმებაზე და ვიცი მხოლოდ ის, რაც დოკუმენტში წერია და რასაც ხელი მოაწერეს "ქართულმა ოცნებამ" და სხვა პოლიტიკურმა პარტიებმა 19 აპრილს. როგორც ნებისმიერმა კარგმა იურისტმა იცის, რომ როდესაც შეთანხმებას აწერ ხელს, ეთანხმები იმ პირობებს, რომლებიც მასშია მოცემული", - განაცხადა კელი დეგნანმა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე