მედიასაშუალებები, რომლებიც დაკავებულები არიან პოლიტიკური აქტივობებით, ვიდრე არ დაუბრუნდებიან ჟურნალისტურ საქმიანობას, შესაბამისი იქნება ურთიერთობაც - მდინარაძე

საქართველო, თბილისი - 18:09 | 17.07.2021
ნანახია: 418

ქართული ოცნების წევრი მამუკა მდინარაძე ამბობს, რომ  ჟურნალისტად ან მედიასაშუალებად ვერ განიხილავს მათ, ვინც პოლიტიკურ მოთხოვნებს აყენებს. ამის შესახებ ის სოციალურ ქსელში წერს და აღნიშნავს, რომ ვიდრე ისინი არ დაუბრუნდებიან ჟურნალისტურ საქმიანობას, ხელისუფლებისგან შესაბამის პასუხს მიიღებენ.

"1. დაუშვებელია ჟურნალისტები და მედიასაშუალებები რაიმე ფორმით გამიჯნო ერთმანეთისგან.

2. ამავდროულად, დაუშვებელია ჟურნალისტად ან მედიასაშუალებად განიხილო ის ადამიანი ან ორგანიზაცია, რომელიც თავად აყენებს პოლიტიკურ მოთხოვნებს და თავად დგამს პოლიტიკურ პერფომანსებს.

3. შესაბამისად, ვაცხადებ მთელი პასუხისმგებლობით:

მედიასაშუალებები, რომლებიც დაკავებულები არიან პოლიტიკური (და არა ჟურნალისტური) აქტივობებით, ვიდრე არ დაუბრუნდებიან ჟურნალისტურ საქმიანობას,

არ წარმოადგენენ არც მედიასაშუალებას და არც ჟურნალისტებს - შესაბამისი იქნება ურთიერთობაც!" - წერს მამუკა მდინარაძე.

ღარიბაშვილმა დღეს "ჯარის ქალაქის" მშენებლობა დაათვალიერა და შემდეგ მედიასთან კომენტარი გააკეთა, თუმცა, ადგილზე მხოლოდ რუსთავი 2-ის, საზოგადოებრივი მაუწყებლის, იმედისა და POSTV-ს წარმომადგენლები იყვენენ. 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე