ლარი კვლავ გაუფასურდა

საქართველო, თბილისი - 17:40 | 03.02.2016
ნანახია: 3189

ლარი დოლარსა და ევროსთან მიმართებაში ისევ გაუფასურდა

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა, რომლის მიხედვითაც, ეროვნული ვალუტის კურსი დოლართან მიმართებაში გაუფასურდა. ხვალიდან ერთი დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.4763 ლარის ნაცვლად, 2.4939 ლარი გახდება, შესაბამისად, ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსის ცვლილებამ 0.0176 ლარი შეადგინა. 

ეროვნული ბანკის მონაცემებით, ლარის კურსი ევროსთან მიმართებაშიც გაუფასურდა. ხვალიდან ერთი ევროს შეძენა 2.7009 ლარის ნაცვლად, 2.7256 ლარად იქნება შესაძლებელი, შესაბამისად, ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსის ცვლილებამ ევროსთან მიმართებაში 0.0247 ლარი შეადგინა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე