საქართველოს მოლდოვის პრეზიდენტი მაია სანდუ ეწვევა

საქართველო, თბილისი - 16:12 | 16.07.2021
ნანახია: 306

19 ივლისს, საქართველოს მოლდოვის პრეზიდენტი მაია სანდუ ეწვევა. მაია სანდუ მონაწილეობას მიიღებს ბათუმის საერთაშორისო კონფერენციაში, რომელიც საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის „ასოცირებული ტრიო“ ფარგლებში შეთანხმებას ეძღვნება.

 

ბათუმის კონფერენციაში ასევე მონაწილეობას მიიღებს უკარინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი.

საერთაშორისო კონფერენციაში მონაწილეობის მისაღებად საქართველოს ასევე ეწვევა ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი. დაგეგმილია შარლ მიშელის საქართველოს, მოლდოვისა და უკრაინის პრეზიდენტებთან ერთობლივი შეხვედრა, რის შემდეგაც გაიმართება ერთობლივი პრესკონფერენცია.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე