თბილისში განვითარებული სამწუხარო მოვლენები აისახება საქართველოს შეფასებაში - პიტერ სტანო

საქართველო, თბილისი - 17:18 | 13.07.2021
ნანახია: 431

ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურის პრესსპიკერის პიტერ სტანოს განცხადებით, საქართველოში ბოლო დროს განვითარებული სამწუხარო მოვლენები ასახვას ჰპოვებს საქართველოსთან თანამშრომლობის მიმდინარე შეფასებაში. ამის შესახებ პიტერ სტანომ "რადიო თავისუფლების" ბრიუსელელი კორესპონდენტის, რიკარდ იოზვიაკის, შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა.

გარდა ამისა, პიტერ სტანომ მწუხარება გამოთქვა ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების გამო და ხელისუფლებას გამჭვირვალე და მიუკერძოებელი გამოძიების წარმართვისკენ მოუწოდა.

"რაც შეეხება თბილისი პრაიდთან დაკავშირებულ ძალიან სამწუხარო მოვლენებს, ჩვენ უკვე განვაცხადეთ მკაფიოდ, რომ უმცირესობების წარმომადგენელთა უფლებები და თავისუფლებები გარანტირებული და პატივცემული უნდა იყოს და [საქართველოს] მთავრობა მოვალეა, რომ დიაცვას და პატივი სცეს მათ უფლებებს. და ეს ყველაფერი ცხადია, გათვალისწინებული იქნება საქართველოსთან თანამშრომლობის მიმდინარე შეფასების დროს.

საქართველო ძალიან მჭიდროდ არის დაკავშირებული ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების გზით; ჩვენ რეგულარულად ვაკეთებთ შეფასებებს, გვაქვს რეგულარული დაილოგი და, ასეთი საკითხები და ასეთი მოვლენები ყოველთვის ხვდება ამ შეფასებებში, ევროკავშირი ყოველთვის ახსენებს მათ და ღებულობს მხედველობაში. რადგან საბოლოო ჯამში საქართველომაც თავის მხრივ მკაფიოდ აიღო ვალდებულება, რომ განავითაროს ევროპული ფასეულობები, ეს არის ერთობლივი საფუძველი, რომელსაც ჩვენი თანამშრომლობა ემყარება: ფუნდმენტური თავისუფლებები და ადამიანის უფლებები უნდა იყოს გარანტირებული, დაცული და მხარდაჭერილი იმისდა მუხედავად, თუ რომელ ენობრივ, ეთნიკურ, ეროვნულ, სექსუალურ თუ გენდერულ ჯგუფსაც არ უნდა განაკუთვნებოდნენ ეს ადამიანები“, - განაცხადა 13 ივლისს ევროკავშირის საგარეო სამსახურის პრესსპიკერმა, პიტერ სტანომ.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე