კახა კალაძე 13-14 ივლისს ოფიციალური ვიზიტით ბაქოს ეწვევა

საქართველო, თბილისი - 11:39 | 13.07.2021
ნანახია: 577

თბილისის მერი კახა კალაძე 13-14 ივლისს ოფიციალური ვიზიტით ბაქოს ეწვევა.

თბილისის მერიის პრესსამსახურის ინფორმაციით, ვიზიტის ფარგლებში ხელი მოეწერება თბილისისა და ბაქოს დაძმობილების მემორანდუმს.

მათივე ცნობით, დაგეგმილია მაღალი დონის შეხვედრები სხვადასხვა ფორმატში.

თბილისის მერთან ერთად, დელეგაციაში იმყოფება მერის მოადგილე ილია ელოშვილი.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე