ნუ მანიპულირებენ ეკლესიური თემებით ჩეკისტები, რომელთაც ანაფორები აცვიათ - ლაშა ბუღაძე

საქართველო, თბილისი - 21:01 | 12.07.2021
ნანახია: 712

ნუ მანიპულირებენ რელიგიური და ეკლესიური თემებით ჩეკისტები, რომელთაც ანაფორები აცვიათ, - ამის შესახებ მწერალმა ლაშა ბუღაძემ რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციაზე განაცხადა.

"ეს ძალაუფლებისთვის ბრძოლაა, მაგრამ ძალაუფლებისთვის ბრძოლაა სიკეთესა და ბოროტებას შორის, სადაც ბნელმა არ უნდა შთანთქას სინათლე, სადაც სიბნელემ არ უნდა მოგვიცვას, ამიტომ ნუ გვატყუებენ, ნუ მანიპულირებენ რელიგიური და ეკლესიური თემებით ჩეკისტები, რომელთაც ანაფორები აცვიათ, ნუ გვატყუებენ ძველი ცეკას დროინდელი კაგებეს მიერ შერჩეული ე.წ სასულიერო პირები, აქ ხალხს ნუ ასწავლიან რწმენას და ქრისტიანობას, დუგინის რკინის კონსტრუქციას ნუ ეძახით წმინდა ნინოს ჯვარს, წმინდა ნინოს ჯვარი ვიცით ჩვენ, სიონის ტაძარშია დაბრძანებული, მორწმუნემ იცის, სადაც უნდა ილოცოს", - თქვა ბუღაძემ.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე