ნაბიჯ-ნაბიჯ მივექანებით რუსული სცენარისკენ - მამუკა ხაზარაძე

საქართველო, თბილისი - 20:01 | 12.07.2021
ნანახია: 437

ვდგავართ ისევ კრიზისის პირას. ჩვენ ნაბიჯ-ნაბიჯ მივექანებით რუსული სცენარისკენ, - ამის შესახებ ლელოს ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ პარლამენტთან გამართულ აქციაზე ისაუბრა.

 "ის, რითიც ამ მთავრობამ 5 ივლისს თავი დაგვამახსოვრა, იყო კიდევ ერთი სპეცოპერაცია, სადაც ჟურნალისტების გავლით დააგზავნეს მესიჯი, რომ "ჭკუით იყავით, ჩვენ თქვენ მოგერევით, ქუჩაში არ გაიაროთ, იმიტომ, რომ ჩვენთან არის ძალა". პრაქტიკულად ძალადობის დაკანონება შემოგვთავაზეს.

 ჩვენ მივეჩვიეთ გაბრაზებას და მერე ხელის ჩაქნევას, იმიტომ, რომ ვამბობთ, რომ მაინც არაფერი გამოვა. ნიჰილიზმი არის გამეფებული მთელ ქვეყანაში და ეს არის მიზანმიმართული პოლიტიკა, როდესაც ადამიანებს არ აძლევ გამარჯვების მაგალითებს, როცა ადამაინებს ეუბნები, რომ წავიდნენ ამ ქვეყნიდან, როცა ახალგაზრდებს ეუბნები, რომ მათ ამ ქვეყანაში პერსპეტივა არ აქვთ და ზემოდან ძალასაც იყენებენ, რომ განსხვავებული ადამიანი დააშინონ", - თქვა ხაზარაძემ. 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე