ღარიბაშვილმა უმრავლესობის დიქტატურა გამოგვიცხადა პრაქტიკულად, არაფერი საერთო ამას არ აქვს დემოკრატიასთან - ლომჯარია

საქართველო, თბილისი - 19:46 | 12.07.2021
ნანახია: 645

"პრემიერ-მინისტრმა, პრაქტიკულად, უმრავლესობის დიქტატურა გამოგვიცხადა", - ასე აფასებს სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია პრემიერ-მინისტრ ღარიბაშვილის განცხადებს, სადა მან თქვა, რომ "თუკი ჩვენი მოსახლეობის 95 % არის წინააღმდეგი პროპაგანდისტული მარშის თუ აღლუმის ჩატარების, ამას ყველანი უნდა დავემორჩილოთ".

სახალხო დამცველის განცხადებით, ღარიბაშვილის განცხადებას დემოკრატიასთან და ადამიანის უფლებებთან არანაირი საერთო არ აქვს.

"ვფიქრობ, პრემიერმა ძალიან ცალსახად და ნათლად დაადასტურა ის, რაზეც ვსაუბრობდით. პრაქტიკულად თქვა, რომ ეს იყო მისი პოლიტიკური გადაწყვეტილება, რომ 5 ივლისს არ ყოფილიყო სათანადო რაოდენობით პოლიცია ორგანიზებული და არ შეეშალათ ხელი მოძალადეთა თარეშისთვის და თავდასხმებისთვის. ეს დაადასტურა მან. ასევე, გვითხრა, რომ არა მარტო ამ შემთხვევაში, არამედ სამომავლოდაც, რასაც უმრავლესობა გადაწყვეტს, ისე იქნება. შესაბამისად, უმცირესობების უფლებები არ იქნება დაცული. უმრავლესობის დიქტატურა გამოგვიცხადა პრაქტიკულად, არაფერი საერთო ამას არ აქვს დემოკრატიასთან, ადამიანის უფლებებთან, დემოკრატიულ საზოგადოებაში დაცულია ყველა ადამიანის უფლება, უმცირესობის და უმრავლესობის წარმომადგენელებისაც. უმრავლესობა არ წყვეტს, იქნება თუ არა დაცული უმცირესობის უფლებები", - განაცხადა ნინო ლომჯარიამ.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე