ნაციონალური მოძრაობა პარლამენტში მუშაობას აღარ გააგრძელებს - ხატია დეკანოიძე

საქართველო, თბილისი - 16:47 | 12.07.2021
ნანახია: 441

საპარლამენტო ფრაქცია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - ძალა ერთობაშიას" თავმჯდომარის, ხატია დეკანოიძის თქმით, ფრაქციის წევრები პარლამენტის საქმიანობას აღარ გააგრძელებს.

დეკანოიძის განცხადებით, პარტია მხოლოდ იმ შემთხვევაში მიიღებს მონაწილეობას საპარლამენტო ცხოვრებაში, თუკი კენჭისყრაზე იქნება გატანილი საქართველოს მთავრობის წევრების გადაყენების ან პროპორციული საარჩევნო სისტემის მიღების საკითხი.

"ჩვენ ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - ფრაქცია ძალა ერთობაშია, რა თქმა უნდა, იმ რუტინულ პროცესში, რომელსაც ჰქვია ამ ფარისევლურ ყალბ პარლამენტში, მონაწილეობას აღარ გავაგრძელებთ. რა თქმა უნდა, ჩვენ ვიქნებით საქართველოს მოქალაქეებთან ერთად, ჟურნალისტებთან ერთად, რომლებსაც კლავენ პირდაპირი ამ სიტყვის მნიშვნელობით და არავის არ უნდა რომ პასუხი მოსთხოვოს ირაკლი ღარიბაშვილს.

ჩვენ ვიქნებით იქ, სადაც არის თითოეული საქართველოს მოქალაქის ინტერესი, ასე ვერ გაგრძელდება. ჩვენ მონაწილეობას მივიღებთ მხოლოდ და მხოლოდ იმ პროცესში, რომელიც გულისხმობს საქართველოს ხელისუფლებისთვის უნდობლობის გამოცხადების საკითხს.

ირაკლი ღარიბაშვილის, გომელაურისა და საქართველოს მთავრობის ყველა წევრის გადაყენების საკითხს და აქვე, რა თქმა უნდა, ჩვენ ერთადერთ შემთხვევაში მივიღებთ მონაწილეობას, ეს იქნება საქართველოს კონსტიტუციისთვის კენჭისყრა", - თქვა ხატია დეკანოიძემ.

ოპოზიციამ სხდომათა დარბაზი დატოვა და კონსულატაციებს იწყებს.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე