დამიჭირე თუ მაგარი ბიჭი ხარ, ვის გაუბედე მუქარა ირაკლი ღარიბაშვილო - ინგა გრიგოლია

საქართველო, თბილისი - 15:00 | 12.07.2021
ნანახია: 412

ტრი-ტრის კიდევ ერთხელ ვეტყვი, თუ ხარ მაგარი ბიჭი ირაკლი, მოდი და დამიჭირე, - ასე გამოეხმაურა ჟურნალისტი ინგა გრიგოლია პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებას, როელმაც თქვა, რომ თუ აქციის მონაწილეების ქმედებები კანონის ფარგლებს გასცდება, ამისთვის ყველა უმკაცრესად იქნება დასჯილი.

„ტრი-ტრის კიდევ ერთხელ ვეტყვი, თუ ხარ მაგარი ბიჭი ირაკლი, მოდი და დამიჭირე. შენ გემორჩილება ყველა. აიღე პასუხისმგებლობა. შენ ვის გაუბედე დღეს ირაკლი ღარიბაშვილო! მოგმართავ პირადად, ვის გაუბედე, რომ დაგვემუქრე! ანტისახელმწიფოებრივ ქმედებებში გვადანაშაულებ, როცა ჩვენ აქ გამოგვიყვანა ჩვენი კოლეგის ტრაგედიამ და თქვენს მიერ მოწყობილმა სპეცოპერაციამ. ირაკლი ღარიბაშვილი ნახავს, როგორი არის მედიის ძალა“,- თქვა გიგოლიამ.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე