მსოფლიოში არ არსებობს სახელმწიფო, ტერორისტული ორგანიზაციებიც კი, რომლებიც ჟურნალისტებს ფიზიკურად უსწორდებიან - ვაშაძე

საქართველო, თბილისი - 10:41 | 12.07.2021
ნანახია: 784

ტერორისტული ორგანიზაციებიც კი, რომლებიც ჟურნალისტებს ფიზიკურად უსწორდებიან, აცხადებს „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი გიორგი ვაშაძე. მისი განმარტებით, მთავრობა აუცილებლად უნდა გადადგეს.

„ამას ბევრი მოკვლევა არ სჭირდება. მსოფლიოში არც ერთი სახელმწიფო არ არსებობს, ტერორისტული ორგანიზაციებიც კი, რომლებიც ჟურნალისტებს ფიზიკურად უსწორდებიან. გუშინდელ აქციაზე გახმოვანებულ მოთხოვნებს ვუერთდებით, მთავრობის გადადგომას აქამდეც ვითხოვდით და ასევე, შინაგან საქმეთა მინისტრი პარლამენტში უნდა მოვიდეს და კითხვებს პასუხი გასცეს. ფრაქციის სხდომა გვექნება და ვიმსჯელებთ, თუ რა მექანიზმები უნდა ავამოქმედოთ პარლამენტში, რომ მოძალადე „ქართულ ოცნებასა” და მთავრობას პასუხი მოვთხოვოთ და ჩვენი ხმა გავაგონოთ როგორც მთელ საქართველოს, ასევე საერთაშორისო საზოგადოებას. ენით აღუწერელი დანაშაული მოხდა ჩვენ თვალწინ და ამ ყველაფერს კონკრეტული დამნაშავეები ჰყავს, არა ის ხალხი, ვინც უსწორდებოდა ჟურნალისტებს, არამედ ისინი, ვინც ამ დავალებას გასცემდნენ”,- განაცხადა გიორგი ვაშაძემ.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე