წარმოუდგენელია ჩვეულებრივად გააგრძელო ცხოვრება და აქ მკვლელები იყვნენ მოკალათებულები - ხოშტარიამ მთავრობის ადმინისტრაციის შენობას წითელი საღებავი შეასხა

საქართველო, თბილისი - 13:02 | 11.07.2021
ნანახია: 425

მოძრაობა დროას დამფუძნებელმა ელენე ხოშტარიამ მთავრობის ადმინისტრაციის შენობას წითელი საღებავი შეასხა.

ხოშტარიას თქმით, ხელისუფლებას ტვ პირველის ოპერატორის, ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების გამო პასუხისგება მოუწევს.

"წარმოუდგენელია ჩვეულებრივად გააგრძელო ცხოვრება და აქ მკვლელები, მოძალადეები იყვნენ მოკალათებულები. წითელ საღებავსაც მიიღებენ, პროტესტსაც მიიღებენ და მოუწევთ ყველაფერზე პასუხისგება. სიტყვები ზედმეტია ამ სიტუაციაში", - განაცხადა ელენე ხოშტარიამ.

ტვ პირველის ოპერატორი ლექსო ლაშქარავა, რომელსაც ძალადობრივმა ჯგუფებმა 5 ივლისს სასტიკად სცემეს, დღეს საკუთარ სახლში დედამ გარდაცვლილი იპოვა. ცხედარი ექსპერტიზაზე გადაასვენეს.

მომხდართან დაკავშირებით შსს-მ გამოძიება თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით დაიწყო.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე