გიორგი მარგველაშვილი პარლამენტს ეროვნული ბანკის შესახებ კანონმდებლობის გადახედვისაკენ მოუწოდებს

საქართველო, თბილისი - 14:50 | 03.02.2016
ნანახია: 1334

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი პარლამენტს ეროვნული ბანკის შესახებ კანონმდებლობის გადახედვისაკენ მოუწოდებს და მიიჩნევს, რომ ეს პროცესი  წამყვანი საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების ჩართულობით უნდა განხორციელდეს.

მისი განცხადებით, ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური და ფინანსური სტაბილურობისათვის უმნიშვნელოვანესია კონსტიტუციური ორგანოს -  ეროვნული ბანკის როლი.

„მოგეხსენებათ, რომ საქართველოს პარლამენტმა განახორციელა ცვლილებები ეროვნული ბანკის შესახებ კანონმდებლობაში, რომელიც მე ვერ გავიზიარე.

მალე, ჩვენი განწყობა გაამყარა საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ ეროვნულ ბანკთან დაკავშირებული ცვლილებების მოქმედების შეჩერებამ, სწორედ ამ ვითარებაში საჭიროდ მივიჩნევ ამ კანონმდებლობის გადახედვას", - განაცხადა პრეზიდენტმა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე