ჩემი იქ ჩასვლა გაზრდიდა ძალადობის ალბათობას და დაიღვრებოდა სისხლი - ნიკა მელია 6 ივლისის აქციაზე

საქართველო, თბილისი - 22:22 | 08.07.2021
ნანახია: 585

ნიკა მელიას თქმით, ჰქონდა ინფორმაცია, რომ 6 ივლისის აქციაზე მის ყოფნას განსაკუთრებული დაძაბულობა მოჰყვებოდა და, შეიძლება, ეს ყველაფერი სისხლისღვრამდეც მისულიყო. ამის შესახებ მელიამ ტვ პირველის გადაცემა "რეაქციაში" ისაუბრა.

„მქონდა ინფორმაცია, ჩემი იქ ჩასვლა ძალიან გაზრდიდა ძალადობის ალბათობას და მეტიც, დარწმუნებული ვარ, პრაქტიკულად დაიღვრებოდა სისხლი ისე, რომ ქართულ ოცნებას არ გაუჭირდებოდა მთავარ დამნაშავედ მე გამოვეყვანე. ის კორდონი გაიხსნებოდა, როცა ქართული ოცნება ჩათვლიდა საჭიროდ. თუ ამოვდივართ იქიდან, რომ ის ხალხი, უმრავლესობა, იყვნენ მართულები და მეორე მხარეს პოლიცია, რომელიც ასევე მართულია.

დილიდან იყო კამპანია დაწყებული, რომ ენმ იდგა ამ ყველაფრის უკან. აფრიალებდნენ ორ ფოტოს, სადაც მე ვიყავი ორ ახალგაზრდასთან, ვინც იყვნენ მოძალადეების მხარეს. იმასაც კი არ ერიდებოდა პროპაგანდა, ნიკა მელიას ახლობლები არიან ორივე მხარეს", - განაცხადა ნიკა მელიამ.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე