დავინახეთ ჩამოშლილი სახელმწიფო, არაკომპეტენტურობის პიკი - გახარია

საქართველო, თბილისი - 19:55 | 07.07.2021
ნანახია: 372

პარტია საქართველოსთვის ლიდერი გიორგი გახარია 5-6 ივლისს ძალადობრივი ჯგუფების ქმედებებზე ხელისუფლების რეაგირებაზე ამბობს, რომ ეს იყო "არაკომპეტენტურობის პიკი", "უუნარობის გამოხატულება". ამაზე მან ზუგდიდში, ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

"ჩამოშლილი სახელმწიფო დავინახეთ, სახელმწიფო ვერ იცავდა კონსტიტუციას, ვერ დაიცვა თავისი მოქალაქეები, სახელმწიფომ ვერ დაიცვა ჟურნალისტები, ვერ დაიცვა ტურისტები, წარმოუდგენელი იყო, რაც ვნახეთ, ეს იყო უუნარობის გამოხატულება.

მიუღებელი და გაურკვეველი იყო, როცა მმართველი ძალის დღევანდელმა ხელმძღვანელებმა გვითხრეს, ჩვენ გაფრთხილებდითო, ეს ყველაფერი ვიცოდითო და ამის იქით, თქვენი თავისთვის თქვენ უნდა მიგეხედათო. არაკომპეტენტურობის პიკი", - ამბობს გახარია.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე