ყოფილ პოლიციელს, დერეკ შოვინს, ჯორჯ ფლოიდის მკვლელობისთვის 22,5 წლით პატიმრობა მიესაჯა

საქართველო, თბილისი - 13:30 | 26.06.2021
ნანახია: 487

მინეაპოლისის სასამართლომ ყოფილ პოლიციელს, დერეკ შოვინს აფროამერიკელ ჯორჯ ფლოიდის მკვლელობისთვის 22 წლითა და 5 თვით პატიმრობა მიუსაჯა.

ბრალდება განსასჯელისთვის 30-წლიან პატიმრობას მოითხოვდა. როგორც მინესოტას გენერალური პროკურორის მოადგილემ მეთიუ ფრანკმა განაცხდა, შოვინი ბავშვების თანდასწრებით მოქმედებდა სასტიკად და ცინიკურად.  

თავად შოვინმა ფლოიდის ოჯახს თანაგრძნობა გამოუცხადა, თუმცა ბოდიში არ მოუხდია.

2020 წლის 25 მაისს 47 წლის ჯორჯ ფლოიდის მკვლელობას აშშ-ს მთელ ტერიტორიაზე მასობრივი პროტესტი და არეულობები მოჰყვა. აქტიურად დაიწყო მსჯელობა პოლიციის რეფორმირების შესახებაც.

ჯორჯ ფლოიდი მას შემდეგ გარდაიცვალა. რაც მისი დაკავებისას დერეკ შოვინმა ხრჩობის ილეთი გამოიყენა. მამაკაცი სთხოვდა, რომ გაეშვა, რადგან ვერ სუნთქავდა, თუმცა პოლიციელმა ყურადღება არ მიაქცია. ფლოიდი კლინიკაში გადაყვანის შემდეგ გარდაიცვალა.

 

 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე