„მადლიერი ვარ ბიძინა ივანიშვილის“ - თინათინ ხიდაშელი

საქართველო, თბილისი - 13:13 | 03.02.2016
ნანახია: 1870

ოპერის თემა აქტუალობას არ კარგავს და დღემდე განხილვის, განსჯის და ქილიკის საგნად იქცა. თავდაცვის მინისტრი თინათინ ხიდაშელი კი ბიძინა ივანიშვილს მადლობას უხდის და საზოგადოებას მოუწოდებს, რომ არ დაიბოღმონ.

„რატომ არის ასეთი რთული მადლობის თქმა? ოპერაში მეც ვიყავი გუშინ, 
ამაყიც ვარ, ბედნიერიც, სითამამეც მომემატა... კიდევ ბევრი მსგავსი ემოცია შემიძლია გამოვხატო. მაგრამ ყველაზე მეტად მადლიერი ვარ. დიახ მადლიერი ვარ ბიძინა ივანიშვილის, იმიტომ რომ ეს შესაძლებელი გახდა. მადლობის თქმა, ძალიან კარგი საქმის დაფასება, სიკეთის დანახვა მხოლოდ აძლიერებს ადამიანს. ნუ გაბოროტდებით, ნუ დაიბოღმებით, უბრალოდ თქვით მადლობა”, - წერს ფეისბუქის საკუთარ გვერდზე თინათინ ხიდაშელი.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე