ევროკავშირში უარყვეს საფრანგეთისა და გერმანიის წინადადება, პუტინთან ერთობლივი სამიტის ჩატარების თაობაზე

საქართველო, თბილისი - 18:34 | 25.06.2021
ნანახია: 483

ევროკავშირის სამიტზე ლიდერების უმრავლესობამ უარყო გერმანიისა და საფრანგეთის წინადადება რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან ერთობლივი სამიტის ჩატარებაზე.

ევროპის კავშირის გავლენიანი ლიდერების, ანგელა მერკელისა და ემანუელ მაკრონის წინადადებას არ დაეთანხმნენ პოლონეთი, ბალტიისპირა ქვეყნები და რუმინეთი.

მათი განცხადებით, რუსეთთან ურთიერთობების გაუარესების ფონზე, ერთობლიცი სამიტის ჩატარება არასწორი სიგნალი იქნება.

ჟენევაში, 16 ივნისს გამართული ბაიდენისა და პუტინის სამიტის შემდეგ, ანგელა მერკელმა და ემანუელ მაკრონმა გამოთქვეს სურვილის რუსეთ-ევროკავშირის ერთობლივი სამიტის ჩატარებისა და აღნიშნეს, რომ "დიალოგი მიმართული იქნება ევროპული ინტერესების დასაცავად".

რუსეთ-ევროკავშირის სამიტის ჩატარებას, ასევე მიემხრო ავტრიის კანცლერი სებასტიან კურცი.

ლატვიის პრემიერ-მინისტრმა კი განაცხადა, რომ ევროკავშირისა და რუსეთის სამიტი წაახალისებს კრემლს თავის მოქმედებებში, ამასთან, დასძინა, რომ დიპლომატიამ ვერ დაასრულა კონფლიქტი აღმოსავლეთ უკრაინაში, რომელსაც რუსეთი გამუდმებით აღვივებს მის მიერ მხარდაჭერილი სეპარატისტების მეშვეობით.

სამიტის შემდეგ გამოქვეყნებულ ერთობლივ განცხადებაში, ევროკავშირის ლიდერები აღნიშნავენ, რომ განიხილავენ რუსეთთან დიალოგის ფორმატებს, თუმცა განცხადებაში არ არის ნახსენები პუტინთან უმაღლესი დონის შეხვედრის შესაძლებლობა.

ამავე დროს, ლიდერებმა მოუწოდეს ევროკომისიასა და ევროკავშირის დიპლომატიური სამსახურის ხელმძღვანელს, ჟოზეპ ბორელს "წარმოადგინონ დამატებითი შეზღუდვის ზომების ვარიანტები, მათ შორის ეკონომიკური სანქციები" რუსეთის წინააღმდეგ.

მანამდე კრემლი მიესალმა ერთობლივი სამიტის იდეას და განაცხადა, რომ ბრიუსელსაც და მოსკოვსაც სჭირდებათ დიალოგი.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე