ისრაელში დახურულ სივრცეში პირბადის ტარება კვლავ სავალდებულო გახდა

საქართველო, თბილისი - 13:16 | 25.06.2021
ნანახია: 505

კორონავირუსის დელტა ვარიანტის (ე.წ. ინდური შტამი) გავრცელების ფონზე, ისრაელის ჯანდაცვის სამინისტროს გადაწყვეტილებით, ქვეყანაში კვლავ სავალდებულო გახდა დახურულ სივრცეში პირბადის გამოყენება.

პირბადის ტარება სავალდებულოა ყველა ტიპის შენობა-ნაგებობის შიდა სივრცეში, გარდა მუდმივი საცხოვრებელი ადგილებისა.

გარდა ამისა, ჯანდაცვის სამინისტრო ურჩევს მოქალაქეებს, პირაბდე დიდ თავყრილობებზეც ატარონ, რომელიც ღია სივრცეში იმართება.

რამდენიმე დღის წინ, პრემიერ-მინისტრმა ნაფტალი ბენეტმა განაცხადა, რომ დელტა ვარიანტის გავრცელებას მთავრობა განიხილავს, როგორც ახალ აფეთქებას.

ისრაელში დახურულ სივრცეში პიბადის ტარების ვალდებულება 15 ივნისიდან გაუქმდა, თუმცა დელტა ვარიანტის გავრცელების გამო, გაუქმებული რეგულაცია კვლავ აღდგა. ისრაელში ბოლო 4 დღეა კორონავირუსით ინფიცირების ახალი შემთხვევები 100-ს აჭარბებს.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე