ევროკავშირმა ბელარუსს ეკონომიკური სანქციები დაუწესა

საქართველო, თბილისი - 20:18 | 24.06.2021
ნანახია: 556

ევროკავშირის საბჭომ ადამიანის უფლებების სერიოზული დარღვევების გამო ბელარუსს ეკონომიკური სანქციები დაუწესა.  

„ევროკავშირის საბჭომ ბელარუსის რეჟიმის წინააღმდეგ ქვეყანაში ადამიანის უფლებების სერიოზული დარღვევების გამო ახალი სანქციები დააწესა“, - ნათქვამია განცხადებაში.

ახალი სანქციები მიმართულია ბელარუსის ნავთობპროდუქტების, კალიუმის, ასევე სამხედრო აღჭურვილობის, ტექნოლოგიებისა და პროგრამული უზრუნველყოფის ვაჭრობის წინააღმდეგ.

აღნიშნულია, რომ ამ ფორმით ევროკავშირის სანცქიებს დაექვედებარება 166 ფიზიკური და 15 იურიდიული პირი.

სექტორალური სანქციების ფარგლებში ევროკავშირმა აკრძალა ბელარუსში სამხედრო და ორმაგი დანიშნულების პროდუქციის მიწოდება.

ამის გარდა, შეზღუდვები შეეხო ნავთობპროდუქტების, კალიუმისა და თამბაქოს პროდუქციის წარმოებისთვის საჭირო პროდუქციას.

ბრიუსელმა სანქციების ფარგლებში ასევე შეზღუდა ევროკავშირის კაპიტალის ბაზარზე ბელარუსის წვდომა. ასევე ევროპის საინვესტიციო ბანკთან მინსკის თანამშრომლობა.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე