სამხედრო ხომალდი Defender-ი უკრაინის წყლებში შევიდა, რისი უფლებაც ჰქონდა - ბრიტანეთის თავდაცვის უწყება

საქართველო, თბილისი - 19:37 | 24.06.2021
ნანახია: 430

დიდი ბრიტანეთის თავდაცვის უწყება აცხადებს, რომ ბრიტანეთის სამხედრო ხომალდ Defender-ს, რუსეთისთვის შეტყობინების გარეშე უკრაინის ტერიტორიულ წყლებში მშვიდობიანად შესვლის უფლება ჰქონდა, რაც გააკეთა კიდეც.

 „საზღვაო სამართლის გაეროს კონვენციის მე-19 მუხლის თანხმად, Defender-ს, უკრაინის ტერიტორიულ წყლებში მშვიდობიანი შესვლის უფლება ჰქონდა, ყოველგვარი შეტყობინების გარეშე, რაც გააკეთა კიდეც“, - ნათქვამია ბრიტანეთის საგარეო უწყების განცხადებაში.

ამასთან, ინფორმაციაში ნათქვამია, რომ ბრიტანეთის ფლოტი, ისევე როგორც ნატო-ს დანარჩენი ქვეყნების საზღვაო ძალები, შავ ზღვაში თავის წარმომადგენლობას მრავალი წლის განმავლობაში მხარს უჭერს.

გუშინ, 23 ივნისს რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ ბრიტანეთის საზღვაო ძალების გამანადგურებელმა ხომალდმა Defender-მა რუსეთის „სახელმწიფო საზღვარი“ დაარღვია და ყირიმთან "რუსეთის ტერიტორიულ წყლებში" შევიდა, რის შემდეგაც რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა მას გამაფრთხილებელი ცეცხლი გაუხსნა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე