ბურკინა ფასოში მასობრივი მკვლელობა 12-14 წლის მოზარდებმა ჩაიდინეს

საქართველო, თბილისი - 18:37 | 24.06.2021
ნანახია: 480

ბურკინა ფასოში მასობრივი მკვლელობა, რა დროსაც 100-ზ მეტი ადამიანი იყო მოკლული, 12-14 წლის ჯარისკაცებმა განახორციელეს. ინფორმაციას გაეროს ბავშვთა ფონდი - იუნისეფი ადგილობრივ ხელისუფლებაზე დაყრდნობით ავრცელებს.

ივნისის დასაწყისში ბურკინა ფასოში შეიარაღებული პირები ერთ-ერთ დასახლებულ პუნტქს თავს დაესხნენ. ხელისუფლების წარმომადგენელთა მონაცემებით, დაიღუპა 132 ადამიანი, მათ შორის 7 ბავშვი, ხოლო 40 დაიჭრა. ქვეყანაში სამდღიანი გლოვა გამოცხადდა.

ორგანიზაციის განცხადებით, ხელისუფლების მონაცემებით, შეარაღებული დაჯგუფება 12 -14 წლის მოზარდებისგან შედგებოდა. ორგანიზაცია გმობს შეირაღებულ დაჯგუფებებში მოზარდების ჩართვას და აცხადებს, რომ ეს ძირითადი სამართლის ნორმების სერიოზული დარღვევაა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე