ბაიდენმა მაიკლ კარპენტერი ეუთო-ში ამერიკის ელჩის თანამდებობაზე წარადგინა

საქართველო, თბილისი - 12:01 | 24.06.2021
ნანახია: 361

შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ევროპის უშიშროებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციაში (ეუთო) ამერიკის ელჩის თანამდებობაზე ბაიდენის ცენტრის დირექტორი, რუსეთისა და უკრაინის საკითხების ექსპერტი მაიკლ კარპენტერი წარადგინა. ინფორმაციას თეთრი სახლი ავრცელებს.

მაიკლ კარპენტერის კანდიდატურა სენატმა უნდა დაამტკიცოს.

ამ დროისთვის, მაიკლ კარპენტერი არის პენსილვანიის უნივერსიტეტის პენ ბაიდენის დიპლომატიისა და გლობალური ჩართულობის ცენტრის მმართველი დირექტორი. წარსულში იგი მუშაობდა თავდაცვის მდივნის თანაშემწის მოადგილის თანამდებობაზე რუსეთის, უკრაინისა და ევრაზიის საკითხებში, უფრო ადრე ვიცე-პრეზიდენტის აპარატში ევროპისა და ევრაზიის საკითხებში სპეციალური მრჩევლის თანამდებობას იკავებდა.

კარპენტერი მუშაობდა რუსეთის საკითხებზე დირექტორად ეროვნული უსაფრთხოების საბჭოში.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე