რუსეთი ამტკიცებს, რომ შავ ზღვაში ბრიტანეთის სამხედრო ხომალდს ცეცხლი გაუხსნა, ბრიტანეთი ინციდენტს უარყოფს

საქართველო, თბილისი - 18:15 | 23.06.2021
ნანახია: 426

რუსეთის თავდაცვის სამინისტრო აცხადებს, რომ შავ ზღვაში, ბრიტანეთის სამეფო გამანადგურებელ ხომალდს, HMS Defender-ს რუსული საზღვაო ძალების გემმა გამაფრთხილებელი ცეცხლი გაუხსნა. ინციდენტი ანექსირებული ყირიმის სიახლოვეს მოხდა.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მტკიცებით, ბრიტანულმა ხომალდმა მალევე დატოვა რუსული წყლები.

"Defender-ი გავაფრთხილეთ, რომ გამოყენებული იქნებოდა იარაღი, თუკი ის რუსეთის ფედერაციის საზღვარს გადაკვეთდა. გაფრთხილებას რეაქცია არ მოჰყოლია". – წერია რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში.

რუსული მედიის ცნობით, გამაფრთხილებელი ცეცხლი მოსკოვის დროით 12:06-12:08-ზე გახსნეს.

მისივე ინფორმაციით, შემთხვევის შემდეგ რუსულმა მხარემ ბრიტანეთის ატაშე გამოიძახა.

თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ ბრიტანეთის თავდაცვის უწყება ინციდენტს არ ადასტურებს და აცხადებს, რომ მსგავს შემთხვევას შავ ზღვაში ადგილი არ ჰქონია და რუს სამხედროებს ბრიტანული ხომალდისთვის ცეცხლი არ გაუხსნიათ.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე