აშშ-ში, მოზრდილი მოსახლეობის 70 პროცენტი უკვე ვაქცინირებულია

საქართველო, თბილისი - 21:49 | 22.06.2021
ნანახია: 563

აშშ-ის ადმინისტრაციამ პრეზიდენტ ჯო ბაიდენის დადგენილება შეასრულა, რომლის მიზანს 4 ივლისამდე 30 წელს ზემოთ მოსახლეობის 70 პროცენტის სულ მცირე ერთი დოზით ვაქცინირებას ითვალისწინებდა. ამის შესახებ თეთრი სახლის კოორდინატორმა პანდემიაზე რეაგირების საკითხებში ჯეფრი ზინტსმა განაცხადა.

 „დღეს გაცნობებთ შესანიშნავ ამბავს. ჩვენ უკვე შევასრულეთ პრეზიდენტის მიერ დასახული ამოცანა: მოზრდილი ამერიკელების ვაქცინირება. მაშ ასე: აშშ-ს, 30 წელს ზემოთ მოზრდილი მოსახლეობის 70 პროცენტი აცრილია სულ მცირე ერთი დოზით“, - განაცხადა ზინტსმა ბრიფინგზე.

მაისში, ამერიკის ხელისუფლებამ ვაქცინაციის ფაგრლებში მიზნად დაისახა სულ მცირე ერთი დოზით მოსახლეობის 70 პროცენტის აცრა 4 ივლისამდე. დაავადების კონტროლისა და პრევენციის ცენტრის ინფორმაციით, ამ დროისათვის აშშ-ში სრულად ვაქცნირებულია 150 მლნ ადამიანი, ერთი დოზით კი უკვე აიცრა 177 მილიონზე მეტი მოქალაქე.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე