ზელენსკი მერკელს 12 ივლისს შეხვდება

საქართველო, თბილისი - 21:19 | 22.06.2021
ნანახია: 532

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ 12 ივლისს, ბერლინში გერმანიის კანცლერ ანგელა მერკელს შეხვდება. მისივე თქმით, შეხვედრაზე ორი ქვეყნის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის საკითხებზე იმსჯელებენ.

დღეს, ასევე, უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ მერკელმა ზელენსკი ბერლინში მიიწვია დონბასის კონფლიქტის მშვიდობიანი გზით დარეგულირების საკითხზე სასაუბროდ.

„გერმანიის კანცლერ ანგელა მერკელს მნიშვნელოვან თარიღზე ვესაუბრე, ვუთხარი, რომ მსოფლიომ ყველაფერი უნდა გააკეთოს იმისათვის, რომ აღარ განმეორდეს ისეთი ტრაგედიები, როგორიც მეორე მსოფლიო ომი იყო. მადლობას ვუხდი 12 ივლისს, ბერლინში მიწვევისთვის, სადაც განვიხილავთ უსაფრთხოებისა და უკრაინა-გერმანიის თანამშრომლობის საკითხებს“, - დაწერა ზელენსკიმ მიკრობლოგ Twitter-ზე.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე