შვეიცარიამ, 12-დან 15 წლამდე მოზარდების Pfizer-ით ვაქციინაციის ნებართვა გასცა

საქართველო, თბილისი - 18:55 | 22.06.2021
ნანახია: 995

შვეიცარიამ 12-დან 15 წლამდე მოზარდების COVID-19-ის საწინააღმდეგო საბავშვო ვაქცინაციის ნებართვა გასცა. ინფორმაციას ქვეყნის ჯანდაცვის უწყება ავრცელებს.

აღნიშნულია, რომ კომპანია Pfizer-ის ვაქცინით 12-დან 15 წალმდე ბავშვების აცრის ნებართვა ივნისის დასაწყისში კომპანია Swissmedic-მა გასცა.

„COVID-19-ის პანდემიის გავრცელებამ აჩვენა, რომ ბავშვები და ახალგაზრდები დაავადების მძიმე ფორმის განვითარების დაბალ რისკს მიეკუთვნებიან. ამ ასაკში ინფიცირება მხოლოდ მსუბუქი სიმტპომებით ვლინდება ან საერთოდ ან ვლინდება. თუმცა ახალგაზრდებს ასევე უნდა ჰქონდეთ შესაძლებლობა დაიცვან თავი ვაქცინის დახმარებით“, - ნათქვამია განცხადებაში.

ამ დროისათვის შვეიცარიაში 12-დან 15 წლამდე მოზარდების ვაქცინაციისათვის მხოლოდ Pfizer-ის ვაქცინაა დამტკიცებული.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე