UEFA-მ უარყო მოთხოვნა, გერმანია-უნგრეთის მატჩზე, მიუნხენის სტადიონის ცისარტყელას ფერებში განათების შესახებ

საქართველო, თბილისი - 18:27 | 22.06.2021
ნანახია: 378

ევროპის საფეხბურთო ასოციაციების კავშირმა (UEFA) უარყო გერმანელი ადგილობრივი პოლიტიკოსების მოთხოვნა, ევრო 2020-ის ფარგლებში, გერმანია-უნგრეთის მატჩზე, მიუნხენის სტადიონის ცისარტყელას ფერებში განათების შესახებ.

მიუნხენის სტადიონის Allianz Arena-ს ცისარტყელას ფერებში განათების მოთხოვნით, UEFA-ს მიუნხენის მერიამ და საქალაქო საბჭომ მიმართეს. მიუნხენის ხელისუფლების ეს სურვილი უკავშირდება უნგრეთის პარლამენტის გადაწყვეტილებას, რომლითაც სკოლებში აიკრძალა ისეთი შინაარსის მასალების გავრცელება, რაც კანონის ინიციატორების აზრით, ხელს უწყობს ჰომოსექსუალობას და სქესის შეცვლას.

UEFA-ს განმარტებით, წესდების შესაბამისად, იგი პოლიტიკურად და რელიგიურად ნეიტრალური ორგანიზაციაა და ამიტომაც უარი უნდა თქვას მიუნხენის მერიის მოთხოვნაზე, "მისი პოლიტიკური კონტექსტის გამო, რომელიც უნგრეთის პარლამენტის გადაწყვეტილებას უკავშირდება".

ამრიგად, 23 ივნისს, მიუნხენის სტადიონი გერმანიისა და უნგრეთის მატჩების დროს 23 ივნისს განათებული იქნება ორივე ქვეყნის დროშებითა და უეფას სიმბოლოებით.

შეგახსენებთ, ანტი-ლგბტ კანონი უნგრეთის პარლამენტმა 15 ივნისს მიიღო.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე