არაბთა გაერთიანებულ საამიროებში ტურისტებს კორონავირუსის საწინაღმდეგო ვაქცინით უფასოდ აცრიან

საქართველო, თბილისი - 16:07 | 22.06.2021
ნანახია: 654

აბუ დაბიში ტურისტებს კორონავირუსით საწინააღმდეგო ვაქცინით აცრიან. ინფორმაციას დასავლური მედია კომპანია  SEHA-ზე ავრცელებს, რომელიც საამიროებში სამედიცინო მომსახურებით არის დაკავებული.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ტურისტული ვიზების მქონე პირებს შეუძლიათ უფასო აცრა გაიკეთონ.

ამასთან, აღნიშნულია, რომ წესი დუბაისა და არაბეთის ხუთ საამიროში იმოქმედებს.

აბუ დაბიში ტურისტებს Sinopharm-სა და Pfizer- ს ვაქცინებს შესთავაზებენ.

არაბეთის გაერთიანებული საამიროების ჯანდაცვის უწყების ინფორმაციით, ქვეყნის მოსახლოების 85 პროცენტი ერთჯერადად არის აცრილი.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე