მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებისა და გარდაცვალების შემთხვევები იკლებს - ჯანმო-ს ხელმძღვანელი

საქართველო, თბილისი - 21:21 | 21.06.2021
ნანახია: 717

მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევების რაოდენობა ზედიზედ მერვე კვირაა იკლებს, ხოლო ლეტალური გამოსავლების რიხვი ზედიზედ მეშვიდე კვირა,  - განაცხადა ჯანმრთელობის მსოფლიო ორანიზაციის ხელმძღვანელმა ტედროს ადჰანომ გებრეიესუსმა.

„მთელ მსფლიოში რეგისტრირებული COVID-19-ის ახალი შემთხვევები უკვე მერვე კვირაა მცირდება, ხოლო გარდაცვალების რაოდენობა მეშვიდე კვირაა იკლებს. ეს კარგი ამბავია. მაგრამ ახალი ინფექციებისა და სიკვდილობის შემთხვევების რაოდენობა მთელ მსოფლიოში ისევ მაღალია“, - განაცხადა ჯანმო-ს ხელმძღვანელმა.

მისი თქმით, გასულ კვირას რეგისტრირებული იყო COVID-19-ის 2,5 მლნ ინფიცირებისა და 64 ათასი გარდაცვალების შემთხვევა. „ეს ყოველ წუთში 250 ინფიცირებისა და 6 გარდაცვალების შემთხვევაა“, - დასძინა გებრეიესუსმა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე