„აწარმოე საქართველოში“ პროგრამის ფარგლებში „კომფორტი“ საწარმოო შესაძლებლობებს გააფართოებს

საქართველო, თბილისი - 18:24 | 02.02.2016
ნანახია: 1358

„აწარმოე საქართველოში“ პროგრამის დახმარებით შპს „კომფორტი“ დამატებითი დანადგარების შეძენას და საწარმოო შესაძლებლობების გაზრდას გეგმავს.

შპს „კომფორტი“ ჰიგიენური ქაღალდის წარმოება-დაფასოებაზე ორიენტირებული კომპანიაა, რომელიც საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მეწარმეობის განვითარების სააგენტოს დახმარებით რამდენიმე დამატებითი დანადგარის შეძენას და ბაზარზე არსებული მოთხოვნების შესაბამისად, თბილისში ახალი საწარმოს მშენებლობას გეგმავს.

პროექტის ჯამური ინვესტიცია 864 000 ლარია. საწარმოში დამატებით 20 სამუშაო ადგილი შეიქმნება.

 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე