პუტინს ვუთხარი, თუ ნავალნი ციხეში დაიღუპება, რუსეთისთვის ამის შედეგი დამანგრეველი იქნება - ბაიდენი

საქართველო, თბილისი - 22:48 | 16.06.2021
ნანახია: 606

“პუტინს ვუთხარი, თუ ალექსეი ნავალნი ციხეში დაიღუპება, რუსეთისთვის ამის შედეგი დამანგრეველი იქნება“, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო  ბაიდენმა ჟენევაში რუსეთის ლიდერ ვლადიმირ პუტინთან შეხვედრის შემდეგ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

„როდესაც  პუტინი ლაპარაკობდა, რომ ნავალნის ტკივილს არ მიაყენებდა,  ცდილობდა რაციონალური გაეხადა ოპოზიციონერის მიმართ მოპყრობა, ცდილობდა აეხსნა,  თუ როგორი დამოკიდებულება ჰქონდა ნავალნის მიმართ. მე მას განვუმარტე, რომ ეს საკითხი ძალიან მნიშვნელოვანია“, - თქვა ბაიდენმა.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე