პუტინს ვუთხარი, რომ კრიტიკულად მნიშვნელოვანი ობიექტები უნდა დარჩეს კიბერთავდასხმების მიღმა - ბაიდენი

საქართველო, თბილისი - 22:30 | 16.06.2021
ნანახია: 665

აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ რუსეთის ლიდერ ვლადიმირ პუტინს გადასცა კრიტიკულად მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურის 16 ორგანიზაციის სია, რომელთა წინააღმდეგ კიბერშეტევები ხორციელდება.

„ჩვენ საკმაოდ დიდი დრო დავუთმეთ კიბერსივრცესა და კიბერუსაფრხთოებაზე მსჯელობას. მე ვილაპარაკე იმაზე, რომ კრიტიკულად მნიშვნელოვანი ინფრასტუქტურის ნაწილი უნდა დარჩეს ნებისმიერი თავდასხმების, მათ შორის კიბერშეტევების მიღმა. მე გადავეცი (პუტინს) 16 ორგანიზაციის სია, რომლებიც აშშ-ში წარმოადგენს კრიტიკულად მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურის ნაწილს“, - განაცხადა ბაიდენმა პუტინთან შეხევდრის დასრულების შემდეგ პრეს-კონფერენციაზე. მისი განმარტებით, სიაში შესულია სხვადასხვა სფეროს, მათ შორის ენერგეტიკისა და წყალმომარაგების ობიექტები.

ბაიდენმა აღნიშნა, რომ კიბერთავდასხმების საკითხი აშშ-სა და რუსეთის საერთო ინტერესებს ეხება.

 „ეს ეხება არა მხოლოდ ჩვენს ინტერესებს, არამედ საერთო ინტერესებსაც“, - განაცხადა ბაიდენმა პუტინთან კიბერთავდასხმებთან დაკავშირებული საკითხების განხილვაზე საუბრისას.

მანამდე პუტინმა პრეს-კონფერენციაზე ბაიდენთან შეხვედრის შეჯამებისას განაცხადა, რომ რუსეთი და აშშ დაიწყებენ კონსულტაციებს კიბერუსაფრთხოებასთან დაკავშირებით.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე