ალექსეი ნავალნი შეგნებულად წავიდა იმაზე, რომ დაეკავებინათ, ამიტომ რაზეა აქ, საერთოდ საუბარი - ვლადიმირ პუტინი

საქართველო, თბილისი - 21:05 | 16.06.2021
ნანახია: 545

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ჯო ბაიდენთან შეხვედრის დასრულების შემდეგ პრეს-კონფერენციაზე განაცხადა, რომ ალექსეი ნავალნი შეგნებულად არღვევდა რუსეთის კანონებს.

„ჯერ ერთი - ამ ადამიანმა იცოდა, რომ არღვევდა კანონს. ის ვალდებული იყო გამოცხადებულიყო, როგორც პირი, რომელსაც პირობითი სასჯელი ორჯერ აქვს შეფარდებული. შეგნებულად, ხაზს ვუსვამ, არ ითვალისწინებდა კანონის ამ მოთხოვნას, ეს ბატონი წავიდა საზღვარგარეთ სამკურნალოდ. მას ოფიციალური ორგანოები არ სთხოვდნენ რეგისტრაციას. როგორც კი საავადმყოფოდან გამოვიდა და თავისი ვიდეოსიუჟეტები ინტერნეტში განათავსა, ეს მოთხოვნაც გაჩნდა“, - განაცხადა პუტინმა.

პუტინი ამბობს, რომ  ალექსეი ნავალნიმ, რომელმაც იცოდა, რომ რუსეთში მასზე ძებნა იყო გამოცხადებული, შეგნებულად წავიდა იმაზე, რომ დაეკავებინათ.

„ის არ გამოცხადდა (გერმანიის საავადმყოფოდან გამოსვლის შემდეგ რეგისტრაციისთვის). იგნორირება მოახდინა კანონის მოთხოვნაზე, მასზე ძებნა გამოცხადდა. იცოდა რა ამის შესახებ, ჩამოვიდა (რუსეთში). მას ეს სურდა, შეგნებულად წავიდა იმაზე რომ დაეკავებინათ. მან გააკეთა ის, რაც სურდა. ამიტომ, რაზეა აქ საუბარი“, - განაცხადა პუტინმა.

2 თებერვალს, მოსკოვის სიმონოვსკის სასამრთლომ, რუს ოპოზიციონერ ლიდერს ალექსეი ნავალნის "ივ როშეს" საქმეზე პირობითი მსჯავრი 3 წლითა და 5 თვით რეალური პატიმრობით შეუცვალა.

ალექსეი ნავალნი გასული წლის აგვისტოში მოწამლეს ნერვული აგენტი "ნოვიჩოკით". ის სამკურნალოდ ბერლინში გადაიყვანეს, სადაც ექიმებმა მოახერხეს მისი გადარჩენა. კრემლმა არაერთხელ უარყო რაიმე სახის მონაწილეობა მის მოწამვლაში.

ალექსეი ნავალნი 17 იანვარს მოსკოვის შერემეტიოვოს აეროპორტში საპასპორტო კონტროლის გავლის დროს, ბერლინიდან ჩაფრენის შემდეგ დააკავეს.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე