საფრანგეთში, 17 ივნისიდან გარე სივრცეში პირბადეების ტარება სავალდებულო აღარ იქნება

საქართველო, თბილისი - 18:50 | 16.06.2021
ნანახია: 605

საფრანგეთში, 17 ივნისიდან გარე სივრცეში პირბადეების ტარება სავალდებულო აღარ იქნება. ამის შესახებ პრემიერ მინისტრმა ჟან კასტეკსმა განაცხადა.

ამის გარდა, 20 ივნისდან უქმდება კომენდანტის საათი, რომელიც 23.00-დან 6.00-მდე მოქმედებდა.

პირბადეების ტარება კვლავ სავადლდებულო დარჩება დახურულ სივრცეებში, თავშეყრის ადგილებსა და რიგებში.

ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის მონაცემებით, პანდემიის დაწყებიდან საფრანგეთში გამოვლენილია კორონავირუსის 5 806 418 შემთხვევა, გარდაიცვალა 110 692 პაციენტი. ამ დროისათვის გამოყენებულია ვაქცინის 44,3 მლნ დოზა.

მაისის ბოლოდან ქვეყანაში შეინიშნება COVID-19-ის შემთხვევების კლების დღე-ღამური მაჩვენებლი.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე