აშშ-მა მიიღო ინფორმაცია ჩინეთის ატომურ ელექტროსადგურზე გაჟონვის შესახებ

საქართველო, თბილისი - 20:58 | 15.06.2021
ნანახია: 627

აშშ-მა გასულ კვირას მიიღო ინფორმაცია ჩინეთში ტაიშანის ატომურ ელექტროსადგურზე რადიოლოგიური საფრთხის შესახებ, რომელსაც ამოწმებს. იუწყება CNN წყაროზე დაყრდნობით.

მისი ინფორმაციით, გარდაუვალი რადიოლოგიური საფრთხის შესახებ ინფორმაცია გავრცელდა ფრანგული კომპანია Framatome-გან, რომელიც ნაწილობრივ მონაწილეობს ტაიშანის ატომური ელეტქროსადგურის ფუნქციონირებაში გუანდუნის პროვინციაში.

„არსებული ვითარება წარმოადგენს გარდაუვალ რადიოლოგიურ საფრთხეს ობიექტისა და მოსახლეობისათვის და Framatome სასწრაფოდ ითხოვს ნებართვას ტექნიკური მონაცემების გადაცემასა და დახმარების გაწევისთვის, რომელიც შესაძლოა, საჭირო გახდეს სადგურის ნორმალური მუშაობის აღსადგენად“, - ნათქვამია კომპანიის წერილში, რომელიც აშშ-ის ენერგეტიკის დეპარტამენტში გაიგზავნა და რომელიც CNN-ს ხელში ჩაუვარდა.

როგორც ტელეარხი იტყობინება, Framatome-ს წერილში ნათქვამია, რომ ჩინურმა მარეგულირებელმა გაზარდა დასაშვები ზღვარი რადიაციის დასადგენად ატომური ელეტროსადგურის მიღმა, რათა ობიექტის დახურვა თავიდან აეცილებინა.

ინფორმირებულმა წყარომ CNN-ს განუცხადა, რომ მოცემული მომენტისთვის აშშ-ის ოფიციალური პირები არ მიიჩნევენ, რომ გაჟონვა კრიზისულ დონეზეა, თუმცა აღიარებენ, რომ სიტუაცია დაკვირვებას მოითხოვს. წყაროს ინფორმაციით, აღნიშნულთან დაკავშირებით აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების საბჭომ გასულ კვირას რამდენიმე სხდომა გამართა. აშშ-ის ადმინისტრაციამ სიტუაცია საფრანგეთის მთავრობასა და ენერგეტიკის სამინისტროს ექსპერტებთან  განიხილა.

წყაროს თქმით, აშშ-ს კონტაქტი ჰქონდა ჩინეთის ხელისუფლებასთან, თუმცა მისი მასშტაბები უცნობია. ტელეარხის ცნობით, , Framatome-მ აშშ-ს იმიტომ მიმართა, რომ მიეღო ნებართვა ტექნიკური დახმარების აღმოსაჩენად ჩინური სადგურისთვის.

თავის მხრივ, საფრანგეთის ატომური ელექტროსადგურების კომპანია-ოპერატორმა  Électricité de France განაცხადა, რომ ინფორმაცია მიიღო ჩინეთის ატომურ ელექტროსადგურზე იშვიათი გაზების კონცენტრაციის შესახებ.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე