ალიევმა და ერდოღანმა სამოკავშირეო ხელშეკრულებას ხელი შუშაში მოაწერეს

საქართველო, თბილისი - 17:54 | 15.06.2021
ნანახია: 997

აზერბიაჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა და თურქეთის ლიდერმა რეჯებ თაიფ ერდოღანმა მთიანი ყარაბაღის ქალაქ შუშაში ხელი მოაწერეს ბაქოსა და ანკარის სამოკავშირეო ხელშეკრულებას.

შეთანხმება ითვალისწინებს მთიანი ყარაბაღის რეგიონის დაბრუნებული ტერიტორიების რეკონსტრუქციისა და მშენებლობის პროექტებს

ერდოღანი ბაქოში ვიზიტით 14 ივნისს ჩავიდა, სადაც თურქეთის ლიდერთან დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართა.

ერდოღანი ალიევთან ერთად  შუშაში ფიზულიდან ჩავიდა. ის  პირველი პუნქტია, რომელიც შარშან შემოდგომაზე მიმდინარე ბრძოლებისას  აზერბაიჯანის ჯარებმა დაიკავეს.

კონფლიქტის დასრულების შემდეგ ალიევმა უკვე რამდენჯერმე მოინახულა ყარაბაღი, ერდოღანი კი იქ პირველად ჩავიდა.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე