ნატო-ში უნდა მიგვიწვიონ, ჩვენ არ უნდა ვიხვეწებოდეთ - ზელენსკი

საქართველო, თბილისი - 16:04 | 15.06.2021
ნანახია: 885

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინა იმსახურებს ნატოს სრულუფლებიან წევრობას და კიევი ელოდება ალიანსში მიწვევას.

„მიმაჩნია, რომ უკრაინა მეტს იმსახურებს. ჩვენ ვიმსახურებთ ვიყოთ ალიანსის ერთ-ერთი თანაბარი წევრი ძლიერი ქვეყნების გვერდით. ჩვენ უნდა მიგვიწვიონ, ჩვენ არ უნდა ვიხვეწებოდეთ - ეს არის სამართლიანი“, - განუცხადა ზელენსკიმ ჟურნალისტებს.

მისი თქმით, უკრაინამ ნატოს-თან ურთიერთობაში აირჩია სასურველი სტუმრის პოლიტიკა ზოგიერთი პოლიტიკური ძალისგან განსხვავებით, რომლებიც წინა წლებში ალიანსში გაწევრიანებისთვის მხოლოდ ლაპარაკობდნენ. „ჩვენ სხვა პოლიტიკა გვაქვს. ეს არის უკრაინისადმი, სახელმწიფოსა და ერისადმი პატივისცემის მტკიცე პოზიცია“, - თქვა ზელენსკიმ.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე