ისრაელში დახურულ სივრცეში პირბადის ტარება სავალდებულო აღარ არის

საქართველო, თბილისი - 15:32 | 15.06.2021
ნანახია: 790

ისრაელში დახურულ სივრცეში პირბადეების ტარება სავალდებულო აღარ არის. შესაბამისი გადწყვეტილება ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტრომ მიიღო. უწყებაში აცხადებენ, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება კორონავირუსის შემთხვევების ზრდის დაბალმა მაჩვენებელმა განაპირობა.

პირბადის ტარება სავალდებული დარჩა მათთვის, ვინც კარანტინში იმყოფება, ასევე გერიატრიული დაწესებულებების თანამშრომლებისა და პაციენტებისათვის. სამედიცინო პერსონალისთვის კი შემუშავდება სპეციალური ინსტრუქცია, თუ რომელ პაციენტებთან კონტაქტის დროს იქნება აუცილებელი პირბადის ტარება.

ქვეყანაში აპრილიდან  გარე სივრცეში პირბადის ტარების ვალდებულება მოიხსნა. ბოლო პერიოდში ისრაელში კორონავირუსის მხოლოდ ერთეული შემთხვევები ფიქსირდება. ქვეყანაში თითქმის ყველა შეზღუდვა 1 ივლისიდან გაუქმდა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე