ბრიუსელში დღეს ნატოს სამიტი გაიმართება

საქართველო, თბილისი - 10:18 | 14.06.2021
ნანახია: 494

ბრიუსელში დღეს ნატოს სამიტი გაიმართება, სადაც უკვე ჩავიდა შეერთებული შტატების პრეზიდენტი ჯო ბაიდენი, რომელიც პრეზიდენტის რანგში პირველად დაესწრება ალიანსის ლიდერების შეკრებას.

ნატოს სამიტზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა რუსეთისა და ჩინეთის საკითხს, ტერორიზმისა და კიბერთავდასხმების საფრთხეებს.

სამიტამდე რამდენიმე დღით ადრე, ალიანსის გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ ლიდერები სამხედრო ხარჯების გაზრდაზეც იმსჯელებენ.

მისივე თქმით, განხილული იქნება უკრაინასა და საქართველოსთან თანამშრომლობის საკითხებიც.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოს საკითხი მოხვდა სამიტის დღის წესრიგის იმ ნაწილში, რომელიც წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგის მხარდაჭერას ეხება.

"ბრიუსელის სამიტზე მიღებულ იქნება დასკვნითი დოკუმენტი – კომუნიკე. ქართულ მხარეს მოლოდინი აქვს, რომ კომუნიკეში ადეკვატურად იქნება ასახული საქართველოს მიერ ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე მიღწეული პროგრესი, დაფიქსირდება ნატო-ს ურყევი მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი და ყურადღება გამახვილდება ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ მძიმე ჰუმანიტარულ და უსაფრთხოების გარემოზე",- აღნიშნულია საგარეო უწყების ინფორმაციაში.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე