ისრაელის ახალი პრემიერ-მინისტრი ნაფტალი ბენეტი გახდა

საქართველო, თბილისი - 22:30 | 13.06.2021
ნანახია: 424

ცოტა ხნის წინ, ისრაელის პარლამენტმა ნდობა გამოუცხადა პარტია "იამინას" ლიდერის, ნაფტალი ბენეტის კოალიციურ მთავრობას, რითაც დასრულდა ბენიამინ ნეთანიაჰუს 12-წლიანი მმართველობის პერიოდი.

ახალი სამთავრობო კოალიცია 8 პარტიის წარმომადგენლებისგან არის დაკომპლექტებული.

სამთავრობო კოალიციას მხარი 60-მა დეპუტატმა დაუჭირა, 59 წინააღმდეგ წავიდა.

ისრაელის ახალ მთავრობას მემარჯვენე პარტიის "იამინას" ლიდერი ნაფტალი ბენეტი პირველი ორი წლის განმავლობაში უხელმძღვანელებს, მომდევნო ორი წელი კი პრემიერ-მინისტრი იაირ ლაპიდი იქნება.

3 ივნისს, ცენტრისტული პარტიის "იეშ ატიდის" ლიდერმა, იაირ ლაპიდმა განაცხადა, რომ ოპოზიციურმა პარტიებმა სამთავრობო კოალიციის ფორმირების შესახებ შეთანხმებას მიაღწიეს.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე