ბაიდენმა პუტინს ავტოკრატი უწოდა

საქართველო, თბილისი - 19:48 | 13.06.2021
ნანახია: 479

აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ რუსეთთან პოზიციების შეცვლის გარანტიას ვერ გასცემს. ამასთან, მან რუსეთის პრეზიდენტ, ვლადიმირ პუტინს ავტოკრატი უწოდა.

 „არ არსებობს გარანტიები, რომ შევძლებ ადამიანის ან ქვეყნის ქმედებების შეცვლას. ავტოკრატებს  აქვთ უდიდესი ძალაუფლება, მათ არ სურთ უპასუხონ საზოგადოებას და სრულიად შესაძლებელია, რომ თუ მე პუტინს სათანადი პასუხს გავცემ, რასაც გავაკეთებ კიდეც, ეს მას ვერ გადაარწმუნებს, და იგივე სულისკვეთებით გააგრძლებს თავის მქედებებს“, - განაცხადა ბაიდენმა პრესკონფენციაზე.

ჯო ბაიდენმა ევროპაში 8-დღიანი ტურნე დაიწყო. ევროპული ტურნეს ფარგლებში, ბაიდენი რუსეთის პრეზიდენტს 16 ივნისს, ჟენევაში შეხვდება.

პუტინთან ჯო ბაიდენი შეიარაღების კონტროლზე, უკრაინის კონფლიქტზე, რუსეთის კიბერთავდასხმებზე, კლიმატურ ცვლილებებსა და რუს ოპოზიციონერ ალექსეი ნავალნის პატიმრობაზე ისაუბრებს.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე